Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იაპონური მანგას (კომიკსების) ვორკშოპი

13 ოქტომბერს, პარასკევს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის - იაპონისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა უმასპინძლებს  იაპონელ პროფესორ ტაკუმი იოშიდას, რომელიც თსუ სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორქშოპს იაპონური მანგას (კომიკსების) შესახებ: მისი არსის,  წარმოშობის ისტორიის,  განვითარების და მნიშვნელობის შესახებ. დამსწრე საზოგადოება ჩართული იქნება ვიზუალური ხელოვნების ამ საინტერესო და ორიგინალური ჟანრის ნახატების შექმნაში.

. ტერმინი მანგა ითარგმნება, როგორც უცნაური, გროტესკული ნახატები. მანგას მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმებს კი ეწოდება ანიმე. მანგა მოიცავს უამრავ ჟანრს: თრილერს, კომედიას, დრამას, სპორტს, მუსიკას, ფანტასტიკას, დეტექტივს და სხვ. მათი ელექტრონული ვერსიები წარმატებით ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

ვისაც იაპონური მანგა გიზიდავთ, გელით ვორკშოპზე.

მისამართი: თსუ მე-5 კორპუსი, აუდიტორია #306